Saturday, November 15, 2008

ტრენინგი ბათუმში

საქართველოს საჯარო სკოლების ისტ მენეჯერებისა და საგნის პედაგოგების ერთობლივი გადამზადების პროექტი განხორციელდა ბათუმში ნოემბრის თვეში.
ტრენინგს უმასპინძლა ბათუმის პირველმა საჯარო სკოლამ და მასში მონაწილეობა მიიღო 8 სკოლის ისტ მენეჯერმა და საგნის პედაგოგმა.
ტრენინგ-კურსის მონაწილეებმა პროექტის ფარგლებში შეისწავლეს სასწავლო პროცესში საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების ეფექტური მეთოდები. პედაგოგებმა ისწავლეს ინტერნეტ-ფორუმში მუშაობა, ბლოგების აწყობა, საგანმანათლებლო ისტ პროექტების სტრუქტურა iEARN პროექტების მაგალითზე, სწავლება-სწავლის სტრატეგია „მე ვიკვლევ“ ბლოგების ( web 2.0) გამოყენებისთვის.
მონაწილე პედაგოგებმა შეარჩიეს GEARN -ის თითო პროექტი და შექმნეს საკუთარი საცდელი პროექტები.


საცდელი პროექტები:

1. ადამიანის განვითარება
2. საქართველოს ქალი მეფეები
3. შავი ზღვის ეკოლოგიური პრობლემები
4. ქუჯიდან იწყება ათვლა
5. ლიტერატურული კაფე
6. ბათუმის მე-2 საჯარო სკოლა საუკუნისაა
7. ბედნიერებაა ვინმე გიყვარდეს
8. ადამიანი და კომპიუტერი
9. მცხეთის კულტურული ძეგლები
10. მოვეფეროთ დედამიწას
11. ქართული ხელოვნების პროპაგანდა
12. სამართლიანი გადასახადი
13. მწვანე აფთიაქი

14. მათემატიკის სამყარო
15. ჯინსების თაობა
16. SOS -ტყეში მავნებელია
17.სიმეტრია-ჰარმონია ჩვენს ცხოვრებაში

18. ხინოწმინდა
19. 6 მაისის პარკი
20. ”ისტ-ის გამოყენება სკოლაში”
21.ლიტერატურული გზამკვლევი



“მე ვიკვლევ“ სტრატეგიის შესწავლის შემდეგ პედაგოგებისაგან შეიქმნა სამი ჯგუფი და დაიწყეს კვლევა ბათუმის შესახებ.


1. ბათუმის ისტორია
2. ბათუმის ინფრასტრუქტურა
3. ბათუმის ღირშესანიშნაობები